„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ხავის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ უარყო.
„ხავის სრულებით ვენდობით, ადამიანს რწმენას როდესაც უნერგავ, ის მთელი ძალით ინდომებს. მას არა მხოლოდ ცოდნა აქვს, არამედ, კარგი მწვრთნელიცაა. ხავი პრინციპული ადამიანია, რომელიც თავის მოთამაშეებს იცავს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. გარდა ამისა, იგი განვლილ მატჩებს საუცხოოდ აანალიზებს“ – იუწყება ლაპორტას ნათქვამს Mundo Deportivo.
მოქმედი ჩემპიონი „ბარსელონა“ 35 ქულით მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. ლიდერი „ჟირონაა“, რომელსაც 44 ქულა აქვს, ხოლო მეორე ადგილზე 42 ქულით მადრიდის „რეალია“.
ლაშა თაბაგარი





