თომას მიულერი „ბაიერნთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს

0
73

მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა თომას მიულერმა დაადასტურა, რომ თომას მიულერი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
„მხოლოდ დღეების ან საათების საკითხია, როდესაც ამის შესახებ გამოვაცხადებთ. ვფიქრობ, მთელი კლუბია დაინტერესებული, რომე თომას მიულერი ჩვენთან დარჩეს“ – იუწყება ჰიონესის ნათქვამს გერმანული მედია.
34 წლის მიულერს „ბაიერნთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება, ხოლო ახალ ხელშეკრულებას 2025 წლის ივნისამდე გააფორმებს. „ბაიერნის“ აღზრდილი მიულერი პირველ გუნდში 2008-2009 წლების სეზონიდან თამაშობს და ყველა ტურნირში ჩატარებულ 684 მატჩში 237 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი