“სევილიას” ცნობილი ესპანელი მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი უთავკაცებს. 58 წლის სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა. ის ბოლოს “ხეტაფეში” მუშაობდა 2021-2023 წლებში. კიკე სანჩეს ფლორესმა ანდალუსიურ გუნდში ურუვაელო დიეგო ალონსო შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ხოსე ლუის მენდილიბარის მაგივრად მუშაობდა და 16 დეკემბერს გაუშვეს. “სევილიას” 13 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





