„მანჩესტერ სიტის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კევინ დე ბრუინმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვარჯიში განაახლა. ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი 11 აგვისტოს პრემიერლიგის პირველ ტურში „ბარნლისთან“ (3:0) მატჩში დაშავდა. ფეხბურთელის განცხადებით მომავალი წლის დასაწყისში სრული დატვირთვით ივარჯიშებს და ითამაშებს.
დე ბრუინი, რომელიც ამჟამად 32 წლისაა, „მანჩესტერ სიტიმ“ 2015 წელს გერმანიის „ვოლფსბურგიდან“ 22 მილიონ ევროდ შეიძინა. მან „სიტის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 358 მატჩში 96 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





