ფრანკ დე ბური არაბეთის გაერთიანებული საამიროების გუნდ „ალ ჯაზირას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ნიდერლანედების ეროვნული ნაკრების ექსთავკაცი აბუდ დაბელებს მიმდინარე წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა. მისმა გაწვრთნილმა „ალ ჯაზირამ“ 14 მატჩი ჩაატარა – 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 5 წააგო.
კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრანკ დე ბურის გათავისუფლების მიზეზი „ალ ჯაზირას“ თამაშის ხარისხის გაუარესება და ბოლო პერიოდში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგია.
53 წლის ნიდერლანდელი „ალ ჯაზირას“ და თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის გარდა, ამსტერდამის „აიაქსს“, მილანის „ინტერს“, ლონდონის „კრისტალ პალასს“ და „ატლანტა იუნაიტედს“ წვრთნიდა. მან ყველაზე წარმატებით „აიაქსში“ იმუშავა, რომელსაც ნიდერლანდების ჩემპიონატი 4-ჯერ მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი





