მადრიდის „ატლეტიკო“ იყიდება

0
77

საფეხბურთო კლუბი მადრიდის „ატლეტიკო“ იყიდება. La Sexta- ცნობით, მადრიდელთა პრეზიდენტმა ენრიკე სერესსომ და გენერალურმა დირექტორმა მიგელ ანხელ ხილ მარინმა, რომელთაც აქციების 65 პროცენტი ეკუთვნით „როხიბლანკოს“ გასხვისებასთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკება უკვე გამართეს. „ატლეტიკოს“ შეძენის მთავარი პრეტენდენტი სტივენ როსია, რომელიც ამერიკული ფეხბურთის გუნდ „მაიამი დოლფინს“ ფლობს. 83 წლის ამერიკელი ბიზნესმენის ქონება 10,1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
ლაშა თაბაგარი