საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, თურქ თაანატოლებთან პირველი ამხანაგური შეხვედრა ფრედ დაასრულეს. მატჩის მე-9 წუთზე ქართველების საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა თანაი ქოჩარმა კარის გასწვრივ გადაცემა გააკეთა და შორეულ ძელთან ბურთს ბოსი დახვდა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
30-ე წუთზე მეტოქი საჯარიმოსი მარჯვნიდან შესულ გვასალიას ანგარის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს ააცილა. 61-ე წუთზე დანელიამ მეტოქის საჯარიმოს ახლოს დანიშნული საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მარჯვენა მახვილი კუთხიდან პირდაპირ თურქების კარში გაგზავნა და მეკარის შეცდომის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა. 72-ე წუთზე საქართველოს ნაკრების შეტევის დროს ჩიქოვანმა თურქების საჯარიმოში ცრუ მოძრაობით ერთი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა და პასი ელისაშვილს მისცა, რომლის დარტყმის მერე, სტუმართა მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
ჩიტაურის შეგირდები მეორე პარინგს თურქებთან 15 დეკემბერს დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ჩაატარებენ.
17-წლაამდელები მომავალი წლის 20-დან 26 მარტის ჩათვლით ელი რაუნდში ითამაეშენ. ისინი ე-6 ჯგუფში თურქეთს, სერბეთს და დანიას დაუპირისპირდებიან. ელიტ რაუნდის თამაშებს ჩიტაურის გუნდი საქართველოში გამართავენ.
საქართველო – თურქეთი 1:1 (0:1)
12 დეკემბერი. თბილისი. “მიხეილ მესხი 2”.
საქართველო: ასანიძე, გვასალია, ხარებაშვილი, ამისულაშვილი, გოგოლი, დანელია, ელისაშვილი (გოგილაშვილი, 77), ჩიქოვანი (ხარაიშვილი, 88), წულაია (კ), სურგულაძე, დოლტმურზიევი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური.
გოლები: 0:1 იასირ ბოსი (0:1), 1:1 დანელია (61)
გაფრთხილება: ქემალ გიურსელი (59), იუნუ ბულუთი (78)
მთავარი მსაჯი: მანუჩარ კიკორია
ლაშა თაბაგარი





