„ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი აფრიკის 2023 წლის საუკეთეო ფეხბურთელად დაასახელეს. მან კუთვნილი პრიზი მაროკოს ქალაქ მარაკეშში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე მიიღო. ოსიმენმა გამოკითხვაში „ლივერპულის“ ფორვარდ მოჰამედ სალაჰს და პსჟ- მცველ აშრაფ ჰაკიმის აჯობა. ნიგერიელმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში „ნაპოლიში“ ყველა ტურნირში ჩატარებულ 39 მატჩში 31 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ის იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და თავდამსხმელი გახდა.
საუკეთესო მწვრთნელად მაროკოს ეროვნული ნაკრების თავკაცი ვალიდ რეგრადი აღიარეს, რომელმაც გასულ წელს კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.
აფრიკის საუკეთესო მეკარედ მაროკოს ეროვნული კარის დარააჯი იასინ ბუნუ აღიარეს, რომელიც მიმდინარე სეზონის წინ „სევილიადან“ საუდის არაბეთის „ალ ჰილალში“ გადავიდა.
ლაშა თაბაგარი





