„სანტოსი“ არსებობის 111-წლიანი ისტორიის მანძილზე ბრაზილიის სერია B-ში პირველად გავარდა. ბრაზილიის ჩემპიონატის დასკვნით ტურში „სანტოსი“ „ფორტალეზესთან“ 1;2 დამარცხდა და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზე გავიდა.
„სანტოსი“, რომელშიც მთელი თავისი კარიერა „ფეხბურთის მეფე“ პელე გამოდიოდა, ბრაზილიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიანი კლუბია. „სანტოსმა“ ჩემიონის ტიტული 8-ჯერ მოიგო და მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ „პალმეირასს“ აქვს – 12.
ლაშა თაბაგარი





