აბურჯანია და მამარდაშვილი თასისთვის ბრძოლას განაგრძობენ

0
16

„ჰათაისფორი“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის თურქეთის თასის 1/16-ფინალში გავიდა. ჰათაელებმა 1/32-ფინალში ქვედალიგელი „დუზჩესფორი“ მიიღო და 3:1 გაიმარჯა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს, როდესაც მისი გუნდი 2:1 იგებდა.
ესპანეთის თასის 1/16-ფინალში გააღწია „ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს. თუმცა, ამჯერად საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარე განაცხადში არ იყო. ამჯერად, რუბენ ბარახამ კარის დაცვა დომენეკს ანდო, ხოლო მამარდაშვილი დაასვენა.
ლაშა თაბაგარი