„პალმეირასი“ ბრაზილიის ჩემპიონი მეთორმეტედ გახდა

0
30

„პალმეირასი“ არსებობის ისტორიაში ბრაზილიის ჩემპიონი მეთორმეტედ გახდა. სერია A-ს 38-ე ტურში „პალმეირასი“ „კრუზეიროს“ შეხვდა და მატჩი 1:1 დასრულდა. „პალმეირასისთვის“ ეს შედეგი საკმარისი აღმოჩნდა, რომ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაეკავებინა. მეორე ადგლზე „გრემიო“ გავიდა, ხოლო მესამეზე – „ატლეტიკო მინეირო“.
„პალმეირასმა“ ბრაზილიის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო. გარდა ამისა, გუნდმა ოთხჯერ ბრაზილიის თასი მოიპოვა, ხოლო სამჯერ ლიბერტადორესის თასს დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი