„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას თქმით, თუ გუნდს მიმდინარე სეზონში ტრებლს მოაგებინებს, მაშინ პენსიაზე გავა.
„თუ ამ სეზონში ტრებლი მოვიგეთ, მაშინ პენსიაზე გავალ. ეს უდავოა. ვიცი, რომ ამის გაკეთება ძალიან რთულია. ინგლისში ბევრი საუცხოო გუნდია, მაგრამ მხოლოდ მან, რომელსაც ალექს ფერგიუსონი ხელმძღვანელობდა და ჩვენ მოვახერხეთ ამის გაკეთება“ – იუწყება გვარდიოლას ნათქვამს Daily Mail.
გასულ სეზონში „მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. „მანჩესტერ სიტი“ ინგლისში „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემდეგ პირველი გუნდია, რომელმაც ტრებლი მოიგო. გვარდიოლა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც კარიერაში ტრებლი ორჯერ მოიგო – პირველად ეს „ბარსელონაში“ 2008-2009 წლების სეზონში მოახერხა.
ლაშა თაბაგარი





