დიეგო სიმეონემ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით არგენტინელმა მწვრთნელმა ხელშეკრულება 2027 წლამდე დადო.
სიმეონე მადრიდელებს 2011 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ჯერ, ხოლო ესპანეთის თასი, სუპერთასი, ევროპის ლიგა და უეფას ევროპის სუპერთასი თითოჯერ მოიგო. გარდა ამისა, მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ გაიყვანა და ორივეჯერ დამარცხდა.
მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ყველა ტურნირში ჩატარებული 682 მატჩიდან 380 მოიგო, 145 ფრედ დააასრულა და 117 წააგო.
ლაშა თაბაგარი





