კიტეიშვილმა ტრავმის გამო ევროპა ლიგაში ვერ ითამაშა

0
19

ოთარ კიტეიშვილმა ტრავმის გამო ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-4 ტურის მატჩი გამოტოვა. გრაცის „შტურმი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის ბერგამოს „ატალანტას“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. მანამდე, კიტეიშვილს ტრავმის მიზეზით ავსტრიის ბუნდესლიგაშიც არ უთამაშია.
„შტურმს“ 4 ქულა აქვს და D ჯგუფში მე-3 ადგილზეა. პირველ ადგილზე 10 ქულით „ატალანტაა“, ხოლო მეორე 7 ქულით ლისაბონის „სპორტინგი“.
აგდამის “ყარაბაღმა” შინ ლევერკუზენის “ბაიერთან” 0:1 წააგო. საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ისევ აზერბაიჯანელთა თადარიგში იყო და თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც რუსმა მეკარე ლუნევმა ტრავმა მიიღო. გერმანელებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაიტანეს.
ლაშა თაბაგარი