კრესპომ ახალი გუნდი მოძებნა

0
19

არგენტინის ეროვნული გუნდის ყოფილის ექსფორვარდი ერნან კრესპო „ალ აინის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. ის ბოლოს „ალ დუჰაილში“ მუშაობდა, რომელიც გასულ თვეში დატოვა. კრესპომ არაბეთის გაერთიანებული საამიროების გუნდში „აიაქსის“ ექსთავკაცი ალფრედ შრიოდერი შეცვალა.
შრიოდერმა შესაძლოა მუშაობა ქარიმ ბენზემა „ალ იტიჰადში“ განაგრძოს, რომელმაც მიმდინარე კვირაში პორტუგალიელი ნუნუ ესპირიტუ სანტუ დაითხოვა.
მანამდე, კრესპო “პარმას”, “მოდენას”, “ბანფილდს”, “დეფენსა ხუსტიციას” და “სან პაულუს” ავარჯიშებდა.
მან “დეფენსა ხუსტიციას” სუდამერიკანა მოაგებინა, ხოლო “ალ დუჰაილს” კატარის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი.
ლაშა თაბაგარი