„დილამ“ სამტრედიაში მოიგო

0
58

კრიტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურმა სტარტი სამტრედიაში აიღო, სადაც ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე „სამტრედიამ“ გორის „დილა“ მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
მატჩის მე-15 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან კუთხური რევაზ ჩიტეიშვილმა ჩააწოდა და ზურაბ თევზაძემ სამტრედიელთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, რის შემდეგ ბურთი კართან ახლოს მდგომ ონორე გომისს მიუვიდა, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა.
42-ე წუთზე „სამტრედიას“ კონტრშეტევის დროს ზვიად ნაჭყებიამ ზუსტი პასი გაუკეთა გორელთა საჯარიმოში მაკედონიელ ალეკსანდარ მიშოვს, რომლის თავური ზუსტი აღმოჩნდა – 1:1.
72-ე წუთზე ოთარ ფარულავამ მეტოქის ნახევარზე მარცხენა ფრთიდან ცენტრისკენ შეიწია და  ბურთი თავზე უკრაინელ მიკოლა კოცტალიუკს „დაასვა“, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში თავის მეცხრე გოლი გაიტანა – 1:2.
ემერ დემალდეს ხელმძღვანელობით „დილამ“ 54 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ჩრდილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის თავკაცობით „სამტრედიას“ 30 ქულა აქვს და მერვეა.
სამტრედია 1:2 დილა
ლაშა თაბაგარი