კაშიას და კანკავას გუნდი საშინაო მარცხს გადაურჩა

0
26

ბრატისლავას „სლოვანმა“ კონფერენს ლიგის მე-4 ტურში თავის მოედანზე „ლილთან“ ფრე ითამაშა. მასპინძლების ქართველი ლეგიონერებიდან ჩვენი ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო, ხოლო ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ფრანგები 52-ე წუთზე გომესმა დააწინაურა. 81-ე წუთზე სლოვაკებიდან თავი ჩავრიჩმა გამოიჩინა და თავის გუნდს ქულა მოუტანა.
„სლოვანს“ 7 ქულა აქვს და A ჯგუფში მეორე ადგილზეა, ხოლო ლიდერი 8 ქულით „ლილია“.
ლაშა თაბაგარი