გიორგი მიქაუტაძემ დიდი ხნის პაუზის შემდეგ ამსტერდამის “აიაქსში” ითამაშა. ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ნიდერლანდურმა გუნდმა “ბრაიტონი” მიიღო და 0:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტოში ისევ არ იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო. მან მოედნიდან შესვლიდან ცოტა ხანში თავისი გუნდის შეტევა დაიწყო და ძალიან კარგი პასი მისცა მეტოქის საჯარიმოში გახსნილ ფორბს, რომელმაც ხელსაყრელი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. მან კარიერაში ევროთასზე თავისი სადებიუტო თამაში ჩაატარა.
ინგლისური გუნდიდან მე-14 წუთზე ანგარიში ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა ანსუ ფატიმ გახსნა, ხოლო 53-ე წუთზე ადინგრამ ამსტერდამელთაკარი მეორედ აიღო.
“აიაქსს” 2 ქულა აქვს და B ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო პირველ პოზიციაზე “მარსელია”, რომელმაც სტუმრად საბერძნეთის აეკ-ი 2:0 დაამარცხა.
ლაშა თაბაგარი




