კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში „თელავმა“ „კავკასიონ არენაზე“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დამარცხდა – 1:2. გამომდინარე იქიდან, რომ „დილამ“ სამტრედიაში მოიგო, შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილებს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს, რომ სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე დაბრუნებულიყვნენ. „ტორპედომ“
ქუთაისელებისთვის შეხვედრა კარგად დააიწყო, რადგან მე-7 წუთზე სერბმა ნიკოლა ნინკოვიჩმა მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდ და ანრი ჭიჭინაძემ თავით გაიტანა.
ტაიმისთვის დამატებულ პირველ წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა თორნიკე მორჩილაძემ ზუსტი პასი მისცა ჰაიტელ ჟონელ დეზირეს, რომლის თავურმა მიზანს მიაღწია – 1:1.
85-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილმა მარცხნიდან კუთხური ჩააწოდა და კარიდან გამოსული სომეხი მეკარე დავიდ იურჩენკო შეცდა, რის შემდეგ მისი ხელიდან ბურთი ნიკა სანდოხაძეს მიუვიდა, რომელმაც თავით საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა.
„ტორპედოს“ 55 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მესამე პოზიცია დაიბრუნა, ხოლო გეორგიოს კოსტისის გაწვრთნილი „თელავი“ 34 ქულით მეშვიდეა.
თელავი 1:2 ტორპედო
ლაშა თაბაგარი





