მიქაუტაძე ისევ არ თამაშობს, ზივზივაძეს ნაკლებად ენდობიან

0
62

ამსტერდამის „აიაქსმა“ მთავარ მწვრთნელად ჯონ ვან სხიპის დანიშვნის შემდეგ, ნიდერლანდების ერედივიზიონში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. მე-11 ტურში იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე ამსტერდამელებმა „ჰერენვენი“ 4:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე მასპინძლების თადარიგში იყო, მაგრამ მოედანზე ერთი წუთიც არ შესულა. „აიაქსს“ 11 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-12 ტურში „კარსლრუე“ თავის მოედანზე „პადერბორნთან“ 0:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე სასტარტოში არც ამჯერად დააყენეს და თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 0:2 აგებდა. „კარსლრუე“ 12 ქულით 18 გუნდში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი