გაბრიელ სიგუამ “ბაზელში” გადასვლის შემდეგ თავისი პირველი გოლი გაიტანა, რომლის წყალობოთ გუნდმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა.
შვეუცარიის სუპერლიგის მე-13 ტურში “ბაზელმა” “ივერდონი” მიიღო და 2:1 სძლია. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო და 85-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, გამარჯვების გოლი გაიტანა. მან თანაგუნდელთა “კედელი” გაითამაშა და საჯარიმოში შესულმა ძლიერი დარტყმით მეტოქის კარი აიღო. “ბაზელმა” მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში მეორე შეხვედრა მოიგო. მანამდე, ზედიზედ ჩატარებული 8 შეხვედრიდან 7 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.
“ბაზელს” 8 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა
საბერძნეთის სუპერლიგის მე-10 ტურში ლევან შენგელია “პანატელიკოსი” შინ “ასტერასთან” 0:1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტოში არ იყო და მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა “პანატოლიკოსი” 6 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეთორმეტეა.
ლაშა თაბაგარი





