„ქართული“ დუელი იტალიაში არ შედგა

0
16

იტალიის სერია B-ს მე-12 ტურში „კრემონეზემ“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, „სპეცია“ მიიღო, სადაც ივა გელაშვილი თამაშობს. თუმცა, „ქართული“ დუელი არ შედგა, რადგან საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველებიდან არცერთს უთამაშია. ლოჩოშვილი განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა, ხოლო გელაშვილი სათადარიგოებს შორისაც ვერ მოხვდა.
„კრემონეზემ“ მეტოქე 3:0 დაამარცხა და 19 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა, ხოლო „სპეცია“ 8 ქულით მეთვრამეტეა.
დანიის სუპერლიგის მე-14 ტურში „კოპენჰაგენმა“ დავით ხოჭოლავას გარეშე გასვლაზე „რანდერსი“ 4:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველმა მატჩი ტრავმის მიზეზით გამოტოვა.
მოქმედი ჩემპიონი „კოპენჰაგენი“ 32 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი