გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში თავისი მეორე გოლი გაიტანა.
მე-14 ტურში „ლევანტემ“ მირანდესი მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 26-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, ოსტატურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბარა. მასპინძლებმა თამაში 10 კაცით დაასრულეს, რადგან 56-ე წუთზე ბრუგუი გააძევეს. „ლევანტე“ 24 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეექვსეა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურში ზურიკო დავითაშვილი „ბორდო“ გასვლაზე „ბასტიას“ შეხვდა და 1:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ჟირონდელთა სასტარტოში ითამაშა და 73-ე წუთზე შეცვალეს. „ბორდო“ 12 ქულით 20 გუნდში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





