იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „სალერნიტანას“ შეხვდა და 2:0 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ გოლი ან საგოლე პასი საკუთარ ანგარიშზეარ ჩაუწერია. ის როგორც ყოველთვის აქტიურობდა და თავის მეურვე პასკუალე მაცოკის, რომელიც ხისტად ეთამაშებოდა, 68-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიაღებინა. „კვარა“ 69-ე წუთზე შეცვალეს.
„ნაპოლის“ 21 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა. ნეაპოლელები მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 8 ნოემბერს შინ ბერლინის „უნიონთან“ ჩაატარებენ.
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-15 ტურში „უოტფორდმა“ გასვლაზე ქულა „ჰადერსფილდთან“ აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სტუმართა სასტატო შემადგენლობაში მოხვდა და 67-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო რამდენიმე წამში შეცვალეს. მან „უოტფორდის“ საწყის თერთმეტეულში მეორე შეხვედრა ჩაატარა. „უოტფორდი“ 18 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





