კვერკველიას ავტოგოლი საუდის არაბეთში

0
57

სოლომონ კვერკველიასთვის საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე.12 ტური უიღბლო აღმოჩნდა.
„ალ ახდუდი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გამოდის სტუმრად „აბჰასთან“ 2:3 დამარცხდა, ხოლო ჩვენებურმა ავტოგოლი მიითვალა. 59-ე წუთზე, როდესაც „ალ ახდუდი“ 2:1 იგებდა, კვერკველიამ ბურთი თავის კარში ჩაჭრა. მასპინძლებიდან გამარჯვების გოლი 69-ე წუთზე ტოკო ეკამბიმ გააიტანა. „ალ ახდუდი“ 7 ქულით 18 გუნდში მე-16 პოზიცაზეა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-13 ტურში „ვოლფსბერგერმა“ შინ „კლაგენფურტს“ 4:0 აჯობა, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფი საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი 84-ე წუთზე შეცვალეს. მან 47-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „ვოლფსბერგერი“ 17 ქულით 12 გუნდში მეშვიდეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-14 ტურში პოზნანის „ლეხმა“ „რუხი“ მიიღო და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანმა ნიკა კვეკვესკირმა მასპინძლების სასტარტოში ითამაშა და მე-80 წუთზე შეცვალეს. „ლეხი“ 28 ქულით მეორე ადგილზეა და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერ „იაგიელონას“ ერთი ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი