„ფროზინონე“, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის, იტალიის თასის 1/32-ფინალში გავიდა. 1/64-ფინალში „ფროზინონემ“ სტუმრად „ტორინოს“ დამატებით დროში 2:1 აჯობა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 61-ე წუთზე შეცვალეს. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი საბა საზონოვი „ტორინოს“ განაცხადში იყო და ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
იტალიის სერია B-ში მოასპარეზე „სპეცია“, რომლის ღირსებას ივა გელაშვილი იცავს, თასს გამოეთიშა. „სპეცია“ გასვლაზე „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა. საქართველოს ნაკრების მცველმა გელაშვილმა „სპეციას“ სასტარტოში ითამაშა და 59-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი





