კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის ცემტრალური შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც „იმერულ“ დერბიში შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილმა „ტორპედომ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო, რომელსაც უკრაინელი ოლექსანდრ პოკლონსკი ხელმძღვანელობს.
შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და 10-გუნდიან ჩემპიონატში „ტორპედომ“ 52 ქულით მესამე ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „სამგურალი“ 47 ქულით მე-6 ადგილზეა.
ტურის პირველი შეხვედრა დავი პეტრიაშვილის სახელობის არენაზე შედგა, რომელზეც თბილისის „საბურთალო“ მიმდინარე სეზონს დაასრულება, მანამდე, საბურთალოელები „მიხეილ მესხი 2“-ზე ასპარეზობდნენ. გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა გუნდმა „სამტრედია“ მიიღო და ქულას დასჯერდა – 0:0. „საბურთალო“ 50 ქულით მეოთხეა, მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის ხელმძღვანელობით „სამტრედიას“ 30 ქულა აქვს და მერვეა.
ლაშა თაბაგარი





