“ბევერენი”, რომელშიც გიორგი მოისწრაფიშვილი გამოდის, ბელგიის თასის 1/8-ფინალში გავიდა. 1/16-ფინალში მოისწრაფიშვილის გუნდი შინ “ვესტერლოს” შეხვდა და 3:1 დაამარცხა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს.
22 წლის ფეხბურთელი ბელგიის რანგით მეორე ლიგის გუნდში თბილისის “დინამომ” გაანათხოვრა და მას ჩემპიონატში ჩატარებულ 4 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.
ლაშა თაბაგარი





