“დინამომ” “ბათუმის თასი” მოიგო

0
27

ბათუმში 15 წლამდე ფეხბურთელებს შორის საერთაშორისო ტურნირი “ბათუმის თასი” დასრულდა. ტურნირის გამარჯვებული  თბილისის “დინამოს” 15-წლამდელთა გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში ესპანური “ვალენსია” 2:0 დაამარცხა. მესამე ადგილისთვის მატჩში, სფფ-ის აკადემიის გუნდმა ქუთაისის “ტორპედოს” 2:1 სძლია.
“აჭარაბეთ არენაზე” ჩატარებული ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, ჩემპიონის და ტუნირის სხვა მონაწილე გუნდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად,  სფფ-ს გენერალური მდივანი დავით მუჯირი და სფფ-პირველი ვიცეპრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე მონაწილეობდნენ.
ბათუმში ტურნირი 28 ოტომბრიდან მიმდინარეობდა და შემდეგი გუნდები მონაწილეობდნენ: „ვალენსია“ (ესპანეთი), „ალკმაარი“ (ნიდერლანდები), ,,ოლიმპიკი მარსელი” (საფრანგეთი), ,,რიზესპორი“ (თურქეთი), „დინამო ბათუმი“ (საქართველო), „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია“ (საქართველო), „დინამო თბილისი“ (საქართველო), „ტორპედო ქუთაისი“ (საქართველო).
აღნიშნული ტურნირი საფეხბურთო კლუბ “დინამო ბათუმის” 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.