კვეკვესკირი თასისთვის ბრძოლას აგრძელებს

0
21

პოზნანის „ლეხი“, რომლის ღირსებას ნიკა კვეკვესკირი იცავს, პოლონეთის თასის 1/8-ფინალში გავიდა. 1/16-ფინალში პოზნანელებმა სტუმრად ქვედა ლიგის „ზავიშა“ 4:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მისი გუნდი 3:0 იგებდა.
31 წლის კვეკვესკირს ტრავმის გამომ მიმდინარე სეზონში დიდი დრო გაუცდა და ჩემპიონატში მხოლოდ 6-ჯერ ითამაშა, ხოლოს თასზე – ერთხელ.
ლაშა თაბაგარი