კაშიამ და კანკავამ დიდი ანგარიშით მოიგეს

0
29

ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ვიცეკაპიტანი ჯაბა კანკავა გამოდის, სლოვაკეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში დიდი ანგარიშით მოიგო.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა „მიხალოვცეს“ უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. ქართველმა ლეგიონერებმა შეუცვლელად ითამაშეს.
მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 29 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი