„ბაიერნი“ თასიდან მესამე ლიგის გუნდთან გავარდა

0
23

მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის თასის გათამაშებას 1/16-ფინალში გამოეთიშა. თომას ტუხელის გაწვრთნილი მიუნხენელები 1/16-ფინალში მე-3 ლიგის „ზაარბრიუკენს“ ესტუმრნენ 1:2 წააგეს.
„ბაიერნიდან“ მე-16 წუთზე ანგარიში თომას მიულერმა გახსნა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ზონტაიმერმა საპასუხო ბურთი გაიტანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე გაუსმა გამარჯვების გოლი შეაგდო და თავისი გუნდი 1/8-ფინალში გაიყვანა.
„ბაიერნი“ ბოლო 14 თამაშში პირველად დამარცხდა. მიუნხენელები ზედიზედ მეოთხე სეზონი გერმანიის თასის გარეშე დარჩებიან. ასეთი ცუდი სერია გუნდს გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ არ ჰქონია. ტუხელის ხელმძღვანელობით „ბაიერნმა“ თასზე ჩატარებული 6 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო. გარდა ამისა, ბოლო 23 წლის მანძილზე ბავარიელები თასზე მესამე ლიგის გუნდთან პირველად დამარცხდნენ.
ლაშა თაბაგარი