„კრემონეზე“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის იტალიის თასის 1/4-ფინალში გავიდა.
კრემონელებმა 1/8-ფინალში შინ „ჩიტადელა“ 2:1 დაამარცხეს, ხოლო დისკვალიფიკაცია მოხდილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლებიდან 48-ე წუთზე ანგარიში ბერტოლაჩიმ გახსნა. 53-ე წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა ფრარემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. „ჩიტადელამ“ საპასუხო ბურთი 83-ე წუთზე ვიტას დარტყმის შემდეგ გაიტანა. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა.
117-ე წუთზე „კრემონეზეს“ მთავარ მწვრთნელ სტროპას მსაჯმა წითელი ბარათი აჩვენა. 121-ე წუთზე კრემონელებიდან თავი კოდამ გამოიჩინა და თავისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა, სადაც „რომას“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი





