აბუაშვილის პირველი გოლი რუმინეთში

0
51

გიორგი აბუაშვილმა „პეტროლულის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა. რუმინეთის თასის მეორე რაუნდში „პეტროლულმა“ სტუმრად „ჩინდა“ 2:0 დაამარცხა და თავისი გუნდის წარმატებაში წვლილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმაც შეიტანა.
აბუაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-20 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც საჯარიმოში შეჭრილმა მეტოქე მცველს ჯერ ფინტი გაუკეთა, ხოლო შემდეგ მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. ის მე-80 წუთზე შეცვალეს. „პეტროლულიდან“ მეორე გოლი 88-ე წუთზე ჰუჯამ მიითვალა.
20 წლის აბუაშვილი „პეტროლულს“ წელს ზაფხულში შეუერთდა და რუმინეთის ჩემოიონატში მხოლოდ ერთხელ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი