პარიზში მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ მსოფლიო რაგბიმ დაჯილდოების ცერემონიალი გამართა, სადაც 2023 წლის საუკეთსო მორაგბეები, გუნდები, მწვრთნელები და მენეჯერები დაასახელა.
მსოფლიო რაგბიმ ოვალური ბურთით თამაშის რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ვერნონ პიუს სახელობის პრემიით საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ნიჟარაძე საქართველოს რაგბის კავშირს 2008-2016 წლებში ხელმძღვანელობდა. სწორედ მის სხელთანაა დაკავშირებული უდიდესი სარაგბო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ფონდმა ქართუმ განახორციელა. მისი პრეზიდენტობის დროს არაერთი სხვა პროექტი განხორციელებულა. საქართველოს ნაკრებმა კი, 2015 წლის მსოფლიოს თასზე საუკეთესო შედეგი აჩვენა.




