მიქაუტაძეს „აიაქსში“ ვან სხიპი გაწვრთნის

0
28

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარ მწვრთნელად ჯონ ვან სხიპი დანიშნეს. მან კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. თუმცა, გუნდს მიმდინარე სეზონს ჩაამთავრებინებს, ხოლო 2024 წლის 1 ივლისიდან კლუბის ტექნიკური დირექტორი გახდება.
ვან სხიპი „აიაქსის“ აღზრდილია, რომლის რიგებში 11 სეზონი ითამაშა. ამსტერდამული გუნდის თავკაცობამდე, 59 წლის ნიდერლანდელი „ტვენტეს“, ავსტრალიის „მელბურნ სიტის“, მექსიკის „ჩივასს“, „ზვოლეს“ და საბერძნეთის ნაკრებს ავარჯიშებდა.
ვან სხიპი უმუშევარია 2021 წლიდანაა, მას მერე, რაც საბერძნეთის ეროვნული გუნდიდან წავიდა.
„აიაქსი“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე ირიცხება 8 ტურში აღებული 5 ქულით ნოდერლანდების ერედივიზიონში ბოლო მე-18 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი