ხვიჩა კვარაცხელიამ “ოქროს ბურთის” 2023 წლის გამარჯვებულის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში მე-17 ადგილი დაიკავა.
კვარაცხელია წელს იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა, ამდენივე საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი “გამოიმუშავა”.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ნაპოლის” გარემარბი მე-7 ქართველი ფეხბურთელია, რომელიც “ოქროს ბურთზე” ნომინირებული იყო. ის პარიზში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე თავის მეუღლე ნიცა თავაძესთან ერთად იმყოფებოდა.
1961
17. მიხეილ მესხი
23. სლავა მეტრეველი
1965
17. სლავა მეტრეველი
1968
24. მურთაზ ხურცილავა
1972
11. მურთაზ ხურცილავა
1981
7. რამაზ შენგელია
8. ალექსანდრე ჩივაძე
11. დავით ყიფიანი



