გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში სტუმრად ბილბაოს “ატლეტიკთან” 2:2 დასრულებულ მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ არაერთი რთული ბურთი მოიგერია და მისი გარჯაც სამართლიანად დააფასეს. მიმდინარე სეზონში ის შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ აღიარეს – პირველად მსგავსი რამ მე-4 ტურში სტუმრად “ალავესთან” 0:1 წაგებულ თამაშში მოხდა, როდესაც 2 პენალტი მოიგერია.
ტაიმის შუაწელში მამარდაშვილმა ორჯერ ინაკი ვილიამსს არ გაატანინა – პირველ შემთხვევაში ბილბაოელთა ფორვარდმა მეტოქის ნახევარზე მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და მარცხენა ფეხით დაარტყა, მაგრამ ქართველმა გოლკიპერმა ბურთი ნახტომში მოიგერია, ხოლო მეორედ ინაკი ვილიამსი მამარდაშვილთან პირისპირ დარჩა და დაარტყა, თუმცა, გიორგი ფეხი კარგად “დატოვა”.
32-ე წუთზე დე მარკოსმა მართალია მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ძალიან ზლიერად და მამარდაშვილს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა – 1:0.
მე-60 წუთზე დანი გარსიას “გასროლის” შემდეგ მამარდაშვილმა საუცხოო ნახტომი “გაჭიმა” და მისი ხელიდან ბურთი ზედა ძელს მოხვდა. ამ ეპიზოდიდან ორ წუთში “ვალენსიას” კონტრშეტევის დრის უგო დუროს პასის შემდეგ ფრან პერესი მასპინძელტა მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 68-ე წუთზე სტუმრებოის კიდევ ერთი კონტრიერიშის დროს ფრან პერესი “ატლეტიკის” საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და პასი უფო დუროს გაუკეთა, რომელმაც ლამაზი დარტყმით “ღამურები” დააწინაურა – 1:2.
მე-80 წუთზე ინაკი ვილიამსმა, რომელიი პარტნიორმა “ვალენსიას” საჯარიმოში მოძებნა, ამჯერად თავით დაარტყა სახიფათოდ და მამარდაშვილი ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ინაკი ვილიამსის პასის მერე, “ვალენსიას” კარის წინ მარტო მდგომმა ბერენგერმა მამარდაშვილს დაასწრო და თავით გაიტანა – 2:2.
“ვალენსია” 15 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





