„რეალმა“ ბელინგემის დუბლით „ელ კლასიკო“ მოიგო

0
148

მიმდინარე სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ მადრიდის „რეალმა“ მოიგო. კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდი „ბარსელონას“ ოლიმპიურ სტადიონ „მონჟუიკზე“ ესტუმრად და ჯუდ ბელინგემის წყალობით სამი ქულა აიღო.
მასპინძლებმა ანგარიში მე-6 წუთზე გახსნეს, როდესაც ბელინგემის ფეხიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში გიუნდოგანს მიუვიდა, ხოლო „რეალის“ ცენტრალურ მცველ დავიდ ალაბას ძალიან ცუდი ვარდნის მერე, გერმანელმა ზუსტად დაარტყა – 1:0.
„ბარსელონას“ დაწინაურებიდან 10 წუთში კიდევ ჰქონდა სტუმართა კარის აღების რეალური შანსი, მაგრამ ფერმინ ლოპესის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. „რეალს“ შესვენებამდე „ბარსას“ კართან სახიფათო მომენტი არ შეუქმნია.
52-ე წუთზე ინიგო მარტინესის თავურის შემდეგ, მადრიდელები გოლის გაშვებისგან ისევ გვერდითმა ძელმა „გადაარჩინა“.
68-ე წუთზე ბელინგემა დაახლოებით 25 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა და ტერ შტეგენი ვერაფერს გახდა – 1:1. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან დანი კარვახალმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადავ ბურთს მიმართულება ლუკა მოდრიჩმა შეუცვალა და კარის წინ მდგომმა ბელინგემმა დუბლი მიითვალა.
ინგლისელმა შემტევმა ნახევარმცველმა ლა ლიგაში ჩატარებულ 10 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ხოლო ყველა ტურნირზე გამართულ 13 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო.
„რეალმა“ 28 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია. “ბარსელონამ” ამ სეზონში ლა ლიგაში პირველად წააგო და 24 ქულით მესამეა.
ლაშა თაბაგარი