მიქაძემ „საბურთალოში“ პირველი თამაში გორში წააგო

0
58

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის პირველი სათამაშო დღე გორში ადგილობრივ „დილასა“ და თბილისის „საბურთალოს“ მატჩით დასრულდა. ევერ დემალდეს გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანა და სამი ქულა მოიპოვა.
მატჩის 28-ე წუთზე „დილამ“ კუთხური ჩააწოდა და რომარიკ ეტოუმ ვარდნაში თავი დაარტყა და ძელთან მდგომმა ონორე გომისმა ანგარიში გახსნა.
67-ე წუთზე ვანდერსონ სილვამ ჯარიმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც თბილისელმა მცველებმა და მეკარემ არცთუ კარგად ითამაშეს, ხოლო ეპიზოდი ჟან ვიქტორის ზუსტი დარტყმით დასრულდა.
გორელებიდან მესამე ბურთი გუნდის კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ გაიტანა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და შანსი გამოიყენა.
გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით „საბურთალომ“ პირველი თამაში წააგო, მაგრამ  ამის მიუხედავად 49 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილი შეუნარჩუნა. „დილა“ 45 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.
დილა 3:0 საბურთალო 
ლაშა თაბაგარი