ოთარ კიტეიშვილი: “ვეცდებით, ჯგუფში წარმატებას მივაღწიოთ”

0
8

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩისთვის მზადების ფარგლებში, 23 სექტემბერს, ნაკრებმა კვლავ მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა.
ახალი სანაკრებო სეზონის დაწყებამდე მოახლოებული შეხვედრების შესახებ ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა:
„ახალი ციკლი და ახალი ეტაპი ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულია და ასეა ამ შემთხვევაშიც. მოკლე პერიოდში გვიწევს ოთხი თამაშის ჩატარება და მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები, რომლებიც დღეს აქ არიან, მაქსიმალურად მზად იყვნენ.
თითოეული შანსი, რომელიც გვაქვს, მნიშვნელოვანია და მისი გამოყენება აუცილებელია. მით უმეტეს, რომ სწორედ ერთა ლიგიდან მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ვეცდებით, ამ ჯგუფშიც წარმატებას მივაღწიოთ.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სტარტი, განსაკუთრებით ორი საშინაო მატჩი. იმედი მაქვს, კარგად დავიწყებთ და კარგი შედეგებით დავასრულებთ მიმდინარე შეკრებას“.
24 სექტემბერს, ვილი სანიოლის გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, დინამო არენაზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებმადე მატჩზე აკრედიტებული მედიისთვის ოფიციალური პრესკონფერენციები გაიმართება.