პეპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მინდვრის ფეხბურთელია. მე-3 ტურში „პორტუმ“ სტუმრად ბელგიის „ანტვერპენს“ 4:1 აჯობა, ხოლო პორტუგალიელი ცენტრალური მცველი მოედანზე 40 წლის და 241 დღის ასაკში გავიდა.
მან იტალიელი მცველის ალესანდრო კოსტაკურტას („მილანი“) და შოტლანდიელი უკანახაზელის დევიდ უეირის („გლაზგო რეინჯერსი“) რეკორდი გააუმჯობესა, რომელთა ნახსენებ ტურნირზე 40 წლის და 211 დღისმ იასპარეზეს.
პეპემ კარიერის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაში 115-ე შეხვედრა გამართა.





