მიქაუტაძე ინგლისში გუნდს ვერ გაჰყვა

0
19

გიორგი მიქაუტაძე ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ბრაიტონში“ სტუმრად გასამართ მატჩს გამოტოვებს.
ამსტერდამის „აიაქსის“ პრესსამსხურის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ავადაა და გუნდს ინგლისში ამიტომ ვერ გაჰყვა.
მომავალ შეხვედრაში ნიდერლანდურ გუნდს ჰედვიგს მადურო უხელმძღბანელებს, რომელმაც დროებით შეცვალა გუნდიდან გაშვებული მორის სტეინი.
მიქაუტაძეს, რომელიც „აიაქსმს“ ზაფხულში 16 მილიონ ევროდ „მეციდან“ იყიდა, ამსტერდამელთა შემადგენლობაში ჯერ ევროპა ლიგაში არ უთამაშია. მან ერედივიზიონში 4 მატჩი (ერთხელ სასტარტოში) ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.
„აიაქსი“ 2 ქულით ევროპა ლიგის B ჯგუფში მესამე ადგილზეა, ხოლო ლიდერი 4 ქულით ათენის აეკ-ია.
ლაშა თაბაგარი