გიორგი გველესიანი „პერსეპოლისის“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა და აზიის ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა.
მესამე ტურში ირანულმა გუნდმა ტაჯიკეთის „ისტიღლალი“ მიიღო და 2:0 აჯობა. ქართველი ცენტრალური მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და არ შეუცვლიათ. ის 62-ე წუთზე გააფრთხილეს.
მასპინძლებმა სადეგჰის დუბლით გაიმარჯვეს, რომელმაც ანგარიში 44-ე წუთზე გახსნა, ხოლო 71-ე წუთზე მეტოქე კიდევ ერთხელ დაამწუხრა.
„პერსეპოლისმა“ მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი მოიგო და 6 ქულით E ჯგუფში მეორე ადგილზეა და 3 ქულით კრიშტიანურ რონალდუს „ალ ნასრს“ ჩამორჩება, რომელმაც შინ „ალ დუჰაილი“ 4:3 დაამარცხა. რონალდუმ განვლილ მატჩში დუბლი შეასრულა.
„პერსეპოლისი“ მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს იმავე „ისტიღლალთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი




