ხოჭოლავას გუნდმა მანჩესტერში ქულის აღების შანსი ხელიდან გაუშვა

0
15

„კოპენჰაგენი“, რომელსაც ტრავმის მორჩენის შემდეგ დავით ხოჭოლავა დაუბრუნდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და ქულაც ვერ აიღო,
საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი, რომელიც ჯერ ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში არაა, დანიელთა განაცხადში მოხვდა, მაგრამ ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
ინგლისელებმა „კოპენჰაგენს“ 72-ე წუთზე ჰარი მაგუაიერის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით აჯობეს. სკანდინავილებს ანგარიშის გათანაბრება ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ლარსონის დარტყმული პენალტი მასპინძლების მეკარე ონანამ მოიგერია.
ხოჭოლავას გუნდს 1 ქულა აქვს და A ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ჯგუფის ლიდერი მიუნხენის „ბაიერნია“, რომელმაც მე-3 ტურში სტუმრად თურქეთის „გალათასარაის“ 3:1 აჯობა.
“კოპენჰაგენი” მომდევნო თამაშს 8 ნოემბერს შინ “მანჩესტერ იუნაიტედთან” ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი