ხედირა: „ხვიჩას კვარადონა ტყუილუბრალოდ არ შეარქვეს“

0
21

ბერლინის „უნიონის“ ნახევარმცველ რანი ხედირას თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას სივრცეს მაქსიმალურად შეუზღუდავენ და მასზე მეურვეობას გააორმაგებენ. მან ამის შესახებ ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ბერლინში „ნაპოლისთან“ გასამართა მატჩამდე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ის საუცხოო მოთამაშეა და ტყუილუბრალოდ არ შეარქვეს მეტსახელი კვარადონა. მე გამიგია ამ კალამბურის შესახებ. ხვიჩა მრისხანე დუეტს ქმნის ოსიმენთან ერთად, რომელიც არ იქნება, მაგრამ ამის მიუხედავად კვარაცხელიას შეჩერება რთული ამოცანაა.
მან თავისი წვლილი შეიტანა „ნაპოლის“ მიერ ტიტულის მოგებაში და რთული მეტოქეა. თუმცა, მის წინააღმდეგ თავს ყველა ერთად დავიცავთ. მას რაც შესაძლოა სივრცეს შევუზღუდავთ და მეურვეობას გავაორმაგებთ“ – იუწყება ხედირას ნათქვამს ჟურნალისტი ალფრედო პედულა.
ბერლინის „უნიონისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი