„შახტარმა“ „კრისტალ პალასთან“ წააგო – აზაროვს არ უთამაშია

0
4

დონეცკის „შახტარმა“, რომელშიც ირაკლი აზაროვი ირიცხება, კონფერენს ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი უკრაინული გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
მატჩის პირველ წუთზე სტუმრებიდან ანგარიში სარმა გახსნა, ხოლო 47-ე წუთზე საპასუხო ბურთი ოჩერეტკომ გაიტანა. 58-ე წუთზე „კრისტალ პალასიდან“ თავი კამადამ გამოიჩინა. 84-ე წუთზე „შახტარის“ კარი ლარსენმა აიღო და ეს გოლი მატჩში საბოლოო აღმოჩნდა.
„რაიო ვალეკანომ“ ფრანგული „სტრასბურგი“ მიიღო და 1:0 სძლია. ესპანელებიდან ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე ალემაომ შეაგდო.
კონფერენს ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო შეხვედრები 7 მაისს შედგება.
ლაშა თაბაგარი