„ტორინოს“ ცენტრალურმა მცველმა პერ სხარსმა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში საბა საზონოვის ერთ-ერთი კანდიდატია სეზონი ნაადრევად დაასრულა, იუწყება იტალიელი ჟრნალისტი ფაბრიციო რომანო.
23 წლის ფეხბურთელმა იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში მილანის „ინტერთან“ 0:3 წაგებულ შეხვედრაში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და 51-ე წუთზე საზონოვმა შეცვალა. ნიდერლანდელი მოთამაშე მოედანზე მინიმუმ 6 თვე ვერ გავა. ეს საზონოვისთვის სასტარტოში დამკვიდრების შანსია, რომელიც სხარსის მსგავსად დაცვის ცენტრში თამაშობს.
სხარსსი „ტორინოში“ გასული წლიდან გამოდის. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





