თემურ ჩოგაძემ მიმდინარე სეზონში ყაზახეთის პრემიერლიგაში თავისი მე-6 გოლი გაიტანა. 25-ე ტურში ყარაგანდის „შახტიორი“, რომელშიც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად გათამაშების ლიდერ „ორდაბასის“ შეხვდა და 1:3 წააგო.
ჩოგაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო გოლი მოედანზე შესვლიდან რამდენიმე წამში გამოიჩინა, როდესაც თანაგუნდელის პასის მერე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა. ის „შახტიორში“ მეორე სეზონს ატარებს და 23 შეხვედრაში თავი მეექვსედ გამოიჩინა.
„შახტიორი“ 28 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 პოზიციაზეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-11 ტურში დონეცკის „შახტარმა“ „ჩერკასი“ მიიღო და 3:0 სძლია. მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების არცერთი ფეხბურთელი იყო – ირაკლი აზაროვი თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილმა ზედიზედ მეორე თამაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მოქმედი ჩემპიონი „შახტარი“ 21 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




