აბურჯანია ლიდერთან დამარცხდა, კვერნაძე თადარიგში დატოვეს

0
18

„ჰათაისფორი“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის თურქეთის სუპერლიგის მე-9 ტურში სტუმრად ლიდერ „ფენერბაჰჩესთან“ 2:4 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს სტუმართა ორის საპასუხოდ.
აბურჯანია თურქეთში სადებიუტო სეზონს ატარებს და „ჰათაისფორში“ ცხრავე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. ჰათაელები 14 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზე არიან.
იტალიი სერია A-ს მე-9 ტურში „ფროზინონე“ გასვლაზე „ბოლონიასთან“ 1:2 დამარცხდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ თავის გამოჩენის შანსი არ მისცეს. „ბოლონიადან“ თავი მე-19 წუთზე ფერგიუსონმა გამოიჩინა, ხოლო 22-ე წუთზე – დე სილვესტრიმ. 63-ე წუთზე „ფროზინონედან“ ერთი საპასუხო ბურთი სოულემ გაიტანა.
„ფროზინონე“ 12 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი